„გირჩის“ დაკავებული წევრების, იაგო ხვიჩიასა და ვახო მეგრელიშვილის სასამართლო პროცესი დღეს, 3 მაისს გაიმართება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ადვოკატმა გირშელ ძებნიაურმა განუცხადა.
ადვოკატ გირშელ ძებნიაურის განცხადებით, სასამართლო სხდომა, სავარაუდოდ, 12:00 საათზე დაიწყება.
ცნობისთვის, „გირჩის“ წევრები იაგო ხვიჩია და ვახო მეგრელიშვილი გუშინ დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, „გირჩის“ წევრები საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის მიმართ წინააღმდეგობას გულისხმობს.