პარტია "გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია დააკავეს. ის ვაკე-საბურთალოს პოლიციის მეორე განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა, რა დროსაც, ხვიჩია შენობიდან ხელბორკილებით გაიყვანეს.
შსს-ს ინფირმაციით, ის ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის დააკავეს. აღნიშნული მუხლები წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის მიმართ წინააღმდეგობის გაწევას გულისხობს.