სომხეთში საპროტესტო მოძრაობის ლიდერმა, ნიკოლ ფაშინიანმა მოუწოდა თავის მხარდამჭერებს გაათავისუფლონ გზები, რათა დემონსტრანტებმა საღამოს მიტინგზე მოსვლა შეძლონ.
"მოვუწოდებ ყველას გზის გათავისუფლებისკენ, რათა ხალხმა შეძლოს დღეს საღამოს დაგეგმილ მიტინგზე მოსვლა“ - განაცხადა ფაშინიანმა თავის Facebook-ზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.
მან ხაზი გაუსვა, რომ ოთხშაბათის საპროტესტო აქციები უპრეცედენტო იყო. "დღეს სომხეთში არ დარჩა ერცერთი ღია გზა“ - განაცხადა მან.
ცნობისთვის, დღეს დილიდან ფაშინიანის მხარდამჭერებმა ბლოკირება მოახდინეს ქვეყნის ყველა ქუჩის, სარკინიგზო სადგურების და ხიდების. პოლიცია მათ ქმედებებში არ ჩარეულა.