თქვენ, მეტწილად ისაუბრეთ იმ პრობლემებზე, რაც დღეს ჩვენ ქვეყანას უდგას, მათ შორის რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე, თუმცა თქვენი ხედვა - რა უნდა დავუპირისპიროთ ამ ყველაფერს, არ შემოგითავაზებიათ, - ასე მიმართა პარლამენტში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს.
მისი თქმით, დღეს სახელმწიფო ინსტიტუტები არა შესუსტებული, არამედ მორღვეულია, რადგან მთელი სახელმწიფო მანქანა ერთ ადამიანს ემსახურება და ემორჩილება.
„მიუხედავად იმისა, რომ 2012 წელს საქართველოს დემოკრატიამ მართლაც მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა - ხელისუფლება არჩევნების გზით გადააბარა და ეს ქვეყნისთვის წინ გადადგმული ნაბიჯი უნდა ყოფილიყო, ქართულმა ოცნებამ ეს არ გააკეთა, პირიქით უკან დაწია. დღეს სახელმწიფო ინსტიტუტები არა შესუსტებული, არამედ მორღვეულია, რადგან მთელი სახელმწიფო მანქანა ერთ ადამიანს ემსახურება და ემორჩილება.
ბატონო პრეზიდენტო, თქვენ ახსენეთ სასამართლო სისტემა და გააკრიტიკეთ დანიშვნები, რამაც მიგვიყვანა იქამდე, რომ დღეს არსებობს კლანები და სწორედ ეს კლანები მართავენ სასამართლო სისტემას, ივანიშვილის დავალებით მოქმედებენ.
თქვენ ახსენეთ სტრესის რეჟიმში მომუშავე მედია. სინამდვილეში ჩვენ გვაქვს ხელისუფლების მხრიდან დამოუკიებელი მედიის ჩახშობის მცდელობა. შეუძლებელია დღეს ვიზაუბროთ მედიაზე და არ ვისაუბროთ რუსთავი 2 ზე , საზოგადოებრივ მაუწყებელზე და იმაზე, რომ ფინანსური ბერკეტებით ხელისუფლება კერძო მაუწყებლების ხელში ჩაგდებას ცდილობს.
თქვენ ისაუბრეთ 2016 წელს ხელისუფლების მიზანმიმართულ ქმედებებზე პოლიტიკური პარტიების შესუსტებისთვის. სინამდვილეში ივანიშვილს არა შესუსტება, არამედ კონკრეტული პოლიტიკური ოპონენტების განადგურება სურს. მას სურს ჰყვადეს დანიშნული ოპოზიცია.
თქვენ ისაუბრეთ რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე, მაგრამ არ წარმოგიდგენიათ თქვენი ხედვა - რა უნდა დავუპირისპიროთ ამას. რუსულ პროპაგანდას , რომელსაც ხელისუფლება რიგ შემთხვევაში საქრთველოს მოქალაქეების გადასახადების გადამხდელი ფულით აფინანსებს. რა დავუპირისპიროთ კვირიკაშვილის უპრინციპო განცხადებებს,უსაფრთხოების არქიტექტურის მორღვევას, ჩვენი მოქალაქეების გატაცებას. სტრატეგიული მოთმინება თუ მშვიდობიანი პრიციპულობა?! რა თქმა უნდა მშვიდობიანი პრიცნიპულობა, რომელიც ჩვენი ქვეყნის ინტერესებს არ თმობს, მაქსიმალურ მობილიზაციას ახდენს საერთაშორისო თანამეგობრობის, მიმართულია ჩვენი ქვეყნის განვითარებასა და დეოკუპაციაზე", - განაცხადა ბოკუჩავამ.