სომხეთის პრემიერ-მინისტრის არჩევის მეორე ტური პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე 8 მაისს გაიმართება. ამის შესახებ განცხადებას ეროვნული საბჭოს სპიკერი, არა ბაბლოიანი აკეთებს.
"რეგლამენტის თანახმად, ეროვნული საბჭო, პრემერ-მინისტრის არჩევის საკითხს 8 მაისს 12:00 საათზე განიხილავს, სპეციალურ სხდომაზე“ - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, 1 მაისს, სომხეთის ეროვნულმა საბჭომ ვერ შეძლო ოპოზიციონერი ლიდერის, ნიკოლ ფაშინიანის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე არჩევა. მას მხარი 45 დეპუტატმა დაუჭირა, აუცილებელი 53-ის ნაცვლად. კანონის თანახმად, ერთ კვირის შემდგომ პარლამენტი შეეცდება კვლავ აირჩიოს პრემიერი. წინააღმეგ შემთხვევაში საკანონმდებლო ორგანო ავტომატურად დაიშლება.