მთავარი მოწოდება და რჩევაა, სასწრაფოდ შევცვალოთ საარჩევნო კანონი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის წინაშე ანგარიშით გამოსვლისას განაცხადა
“ჩემი ყველაზე დიდი მოწოდება და რჩევა ამ პარლამენტისთვის არის, რომ სასწრაფოდ, სანამ შევიდა ახალი ახალი კონსტიტუცია ძალაში, შევცვალოთ საარჩევნო კანონი და არა 2024 წელს, არამედ დღესვე ვიფიქროთ ამ კანონის ცვლილებაზე და ხელისუფლების გადანაწილებაზე, რომელიც იქნება სერიოზული წინაპირობა ქვეყნის და მმართველი პარტიის სტაბილურობისთვის ”, - განაცხადა პრეზიდენტმა.