საქართველოს პარლამენტის წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ რომან გოცირიძე პრეზიდენტის პარლამენტში სიტვით გამოსვლას აფასებს და ამბობს, რომ პრეზიდენტის ბოლო გამოსვლა ბიძინა ივანიშვილის მეორედ მოსვლას დაემთხვა და ეს კონტექსტი მას უნდა გამოეყენებინა
„აბსოლუტურად არც ერთი სიტყვით არ არის ნახსენები ის მთავარი სენი, რომელიც საქართველოს ახასიათებს, რომელმაც გამოიწვია ეკონომიკის ჩამოშლა და დემოკრატიული პროცესებიდან უკან დახევა. ეს არის არაფორმალური მმართველობა, ქვეყნის კულისებიდან, ჩრდილოვანი მართვა... სად არის ამ მოხსენებაში ივანიშვილის როლი? მისი ბოლო გამოსვლა ბიძინა ივანიშვილის მეორედ მოსვლას დაემთხვა და ეს კონტექსტი მას უნდა გამოეყენებინა, ამან დააშინა თუ გაამხნევა საბოლოოდ, მის ბოლო დასკვნაში დავინახავთ, დიდი პოლიტიკური ამბიციის ეს ტრიბუნა სხვანაირად უნდა გამოიყენოს“, - განაცხადა გოცირიძემ.