სომხეთის ოპოზიციის მხარდამჭერთა ჯგუფი, ქალაქ გიუმრში მერიის შენობაში შეიჭრა.
"ჩვენ ვითხოვთ, გიუმრის მერის, სამველ ბალასანიანის ოპოზიციური მოძრაობის მხარეზე გადასვლას“ - აცხადებს ოპოზიციური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ლევონ ბარსეგიანი.
მისი თქმით, ამ დროისთვის ქალაქის ყველა სახელმწიფო შენობა ოპოზიციის კონტროლის ქვეშაა.
ქალაქ, გიუმრის მერიის პრეს-სამსახური ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებს. იგივე სიტუაციაა ქალაქ მარალიკში. მომიტინგეები შეიჭრნენ მერიის შენობაში, სადაც გამოდიან ანტი-სამთავრობო ლოზუნგებით.
მანამდე, სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება. არ შეუშალონ ხელი სამხედრო ტრანსპორტის გადაადგილებას, ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
ცნობისთვის, ერევანში გადაკეტილია რამდენიმე საავტომობილო გზა, ასევე სომხეთის დედაქალაქში აეროპორტის გზატკეცილი.