საქართველოს უზენაეს სასამართლოში დღეს, 2 მაისს, 12:00 საათზე ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის განხილვა გაიმართება.
დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა მოხდება. სავარაუდოდ, დღეს დაკითხავენ აღნიშნული საქმის გამომძიებელს.
ცნობისთვის, პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის დაპირისპირებას, 2 არასრულწლოვანის, ლევან დადუნაშვილისა და დავით სარალიძის სიცოცხლე ემსხვერპლა.