ერევანში აქციის მონაწილეებმა ქვეყნის განათლებისა და მეცნიერების, დიასპორის და სხვა სამინისტროების შესასვლელები ჩაკეტეს. იუწყება მედია.
მომიტინგეებმა სამინისტროსთან მოაწყვეს მჯდომიარე აქცია. ასევე ჩაკეტეს ავტომანქანების შესასვლელი გზა. მედიის ცნობით პოლიცია ცდილობს მათი ადგილიდან გაყვანას.
2 მაისს დემონსტრანტებმა დაიწყეს ცენტრალური გზების გადაკეტვა, ასევე აეროპორტამდე მისასვლელი გზის. აქციის მონაწილეთა უმრავლესობა სტუდენტებია. მგზავრებს უწევთ ასეულობით მეტრის ფეხით გავლა, რათა მივიდნენ აეროპორტამდე.
ცნობისთვის, ოპოზიციის ლიდერმა ნიკოლ ფაშინიანმა, რომელიც გუშინ არ იქნა არჩეული ქვეყნის პრემიერ-მინისტრად, მან 45 ხმა დააგროვა აუცილებელი 53-ის ნაცვლად, მოუწოდა თავის მომხრეებს 2 მაისს დილიდან ჩაეტარებინათ სამოქალაქო დაუმორჩილებლობის ტოტალური აქცია. კანონის თანახმად, ერთი კვირის შემდეგ პარლამენტი კვლავ შეეცდება აირჩიოს პრემიერ-მინისტრი, წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა ავტომატურად მოიხსნება.