გუშინ სან-პაულუში მომხდარი ხანძრის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულთა რიცხვმა 45-ს მიაღწია.
მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია ერთი გარდაცვლილის და სამი დაკარგულის შესახებ.
"ამ მომენტისთვის სახანძროს ბრიგადები მუშაობენ ადგილზე. 45 ადამიანია უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. მათი ადგილსამყოფელი დგინდება, თუმცა შესაძლოა ისინი არ იმყოფებოდნენ ნანგრევებში" - იტყობინება ტელეარხი Globo.
ცნობისთვის, შენობას ცეცხლი გუშინ ღამით გაუჩნდა. ხანძარი გავრცელდა ზედა სართულებზე. წინასწარი მონაცემებით, ხანძრის მიზეზი შეიძლება გამხდარიყო წყვილის ჩხუბი, რომელიც პიცას ამზადებდა. ისინი ცეცხლის გასაღვივებლად სპირტს იყენებდნენ. კონფლიქტის დროს ქალმა მეუღლეს, რომელიც იმ მომენტში ცეცხლში სპირტს ასხავდა, ხელი ჰკრა. ცეცხლი ტანსაცმელს და ფარდას წაეკიდა. დამნაშავეებმა გადარჩენა შეძლეს.