1 მაისს პარიზში მომხდარი აურეულობის შედეგად დაკავებულთა რიცხვი 109 ადამიანს აღწევს. ამის შესახებ ინფორმაციას რადიოსადგური Europe1 ავრცელებს.
მანამდე, რადიოსადგური ქვეყნის შს სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებდა ინფორმაციას 209 დაკავებულის შესახებ.
ცნობისთვის, პარიზში გამართულ 1 მაისის დემონსტრაციას არეულობა მოყვა. მსვლელობისას შავებში ჩაცმულმა, ნიღბიანმა ახალგაზრდებმა, რომელთა რაოდენობა პარიზის პოლიციის ცნობით, 1200 ადამიანს აჭარბებდა, დაამსხვრიეს კაფეების და რესტორნების ვიტრინები, ასევე დაარბიეს მაკდონალდსის შენობა. გადაწვეს მანქანები. პოლიცია რომელიც თავდაპირველად არ ახდენდა რეაგირებას მომხდარზე იძულებული გახდა საბოლოოდ მეამბოხეები წყლის ჭავლითა და ცრემლსადენი გაზის დახმარებით დაეშალა.
საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის თქმით, იგი განიხილავს მომხდარ ფაქტს და გაზი გაუსვა, რომ ყველა მოძალადე პირი პასუხს აგებს თავის ქმედებაზე.