ჩემთვის მესამეხარისხოვანია იმ ინტრიგების ანალიზი, რომელიც ივანიშვილის გუნდში მიმდინარეობს, - განაცხადა ”ვროპული საქართველოს დეპუტატი გიგა ბოკერიამ ტელეკომპანის „პირველის“ ეთერში, გადაცემა "რეაქციაში".
"პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ეს კაცი ამ ტიპის ფიგურების მეშვეობით ჩვენს ქვეყანას მართავს და შედეგებს ჩვენ ყველა ვიმკით. ამ მოვლენებიდან ერთი დასკვნა შეგვიძლია გამოვიტანოთ, რომ ქვეყანაში გვყავს პრემიერ-მინისტრი, რომელსაც პარტიის მართვას არ ანდობენ და ის ქვეყანას მართავს. ამასთან, არიან დეპუტატები, რომლებიც გააქრეს პოლიტსაბჭოდან და პრემიერმინისტრის შემდეგ, სწორედ ისინი წყვეტენ ქვეყნის ბედს“, - განაცხადა ბოკერიამ.
დღეს „ქართული ოცნების” ოფისში მმართველი გუნდის პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც პოლიტსაბჭოს წევრების ახალი სია დაამტკიცეს. საბჭოს შემადგენლობა შემცირდა 15-მდე. სხდომას ესწრებოდა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილიც, რომლის პოლიტიკაში ოფიციალური დაბრუნების შესახებ განცხადება 26 აპრილს გაკეთდა. ამ დრომდე არც ერთი განცხადება თავად ბიძინა ივანიშვილს არ გაუკეთებია.