შინაგან საქმეთა სამისტროს ინფორმაციით, თბილისში, მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანთან“ დასჭრილი ორი ახალგაზრდის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 1 მაისს, თბილისში, მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანთან“, ჯერჯერობით დაუდგენელმა პირმა 1989 წელს დაბადებულ გ.ს.-ს და 1998 წელს დაბადებულ ა.ხ.-ს, სავარაუდოდ, ცივი იარაღით სხეულზე დაზიანებები მიაყენა.
„ორივე პირი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.პირველადი ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დამნაშავე პირის დადგენისა და დაკავების მიზნით, აქტიური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს“, - ნათქვამია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.