თბილისში, მეტროსადგურ "თავისუფლების მოედანთან", ორი ახალგაზრდა დაჭრეს. სამართალდამცავები ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე არიან მობილიზებულები. დაუზუსტებელი ინფორმაციით, ერთ-ერთი დაჭრილი არასრულწლოვანია. მას ცივი იარაღით ჭრილობები, სავარაუდოდ, თანატოლმა მიაყენა.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.