დღეს, 2 მაისს 11:00 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ სახალხო დამცველი შეხვედრას გამართავს თემაზე: კერძო სექტორის როლი თანასწორობის მიღწევის პროცესში.
შეხვედრაზე განიხილავენ დასაქმების სფეროში თანასწორობის უფლების რეალიზაციისას არსებულ გამოწვევებს, კერძო სექტორის როლს თანასწორობის მიღწევის პროცესში, არსებულ მდგომარეობასა და წარმატებულ პრაქტიკას.
შეხვედრაზე მოწვეული არიან ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები, მთავრობისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები.