უკრაინის ქალაქ ოდესაში, ამერიკელი პროტესტანტი მღვდელი მოკლეს, რომელიც ერთ-ერთ ადგილობრივ ტაძარში მსახურობდა. იტყობინება უკრაინული მედია.
როგორც უკრაინის ეროვნული პოლიციის სამხარეო განყოფილების წარმომადგენელმა ჟურნალისტებს განუცხადა, პროტესტანტი მღვდელი მის ნაქირავებ ბინაში გარდაცვლილი აღმოაჩინეს.
მამაკაცი დაბმული იყო და აღენიშნებოდა წამების კვალი. ბინიდან დაკარგულია ღირებული ნივთები.
დაკავებულია ორი ეჭვმიტანილი.