"ქართული ოცნების" პოლიტასაბჭოს სხდომა იწყება. "ქართული ოცნების" დეპუტატები, რომლებიც პოლიტიკური საბჭოს წევრები არიან ამ წუთებში იკრიბებიან.
პარტიის ცენტრალურ ოფისში უკვე მივიდნენ, ნოდარ ხადური, დავით საგანელიძე და თემურ ჭკუასელი.
როგორც დავით საგანელიძემ განაცხადა, ის უკვე ორ წელზე მეტია რაც მსხვილ საფინანსო უწყებას ხელმძღვანელობს, შესაბამისად პარტიის მუშაობასა და გადაწყვეტილებების მიღებაში აღარ მონაწილეობს. საგანელიძე გეგმავს თავად შესთავაზოს თანაგუნდელებს, რომ დატოვებს პოლიტსაბჭოს.
საჭიროების შემთხვევაში პოლიტიკური საბჭოდან წასვლისთვის მზად არის თემურ ჭკუასელიც.
როგორც ცნობილია "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს სხდომას, პარტიის მომავალი თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც ესწრება. ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა პოლიტსაბჭოში მინისტრთა კაბინეტის რამდენიმე წევრი შევიდეს.