პირველი მაისიდან თბილისის ცენტრს ახალი სასტუმრო დაამშვენებს. Rooms Hotel-ის არსებობის ექვსწლიანი წარმატებული პერიოდის შემდეგ კომპანია „აჭარა ჯგუფი“ კიდევ ერთ ქართულ ბრენდს - Stamba Hotel-ს წარმოგიდგენთ.
ახალი სასტუმრო კოსტავას ქუჩაზე, საბჭოთა ეპოქის გამომცემლობის შენობაში განთავსდება. პირველ ეტაპზე სტუმრებს შეეძლებათ ისარგებლონ 40 მაღალი სტანდარტის (52 კვ.მ) ოთახით და 2 suite-ი (79 კვ.მ) მშენებლობის მთლიანად დასრულების შემდგომ სასტუმრო სტამბაში 150 ნომერი იფუნქციონირებს.
სასტუმროში განთავსებულია „კაფე სატმბა“ (Café Stamba), სადაც სტუმრებს შეეძლებათ დააგემოვნონ ადგილობრივი ფერმერების აგროპროდუქტებისაგან დამზადებული ქართული და ევროპული სამზარეულო. სასტუმრო სტამბა სტუმრებს ასევე სთავაზობს საშოკოლადე (Chocolaterie and Roastery) ადგილზე მოხალულ ყავით და დამზადებული შოკოლადით.
სასტუმროში ასევე განთავსებულია კაზინო ავიატორი (Aviator).
სასტუმროს ხუთსართულიანი ატრიუმის ტიპის ბეტონის ფოიე - Jungle Lobby - არის უნიკალური მრავალწლოვანი მცენარეებით დატვირთული. ამ სივრცეს თავზე მოწყობილი აქვს საცურაო აუზი გამჭვირვალე ფსკერით.
აჭარა ჯგუფის არქიტექტურული გუნდის Adjara Arch Group-ის დიზაინერების მიერ განახლებული შენობა ინარჩუნებს თავის პირველად, ისტორიულ სახეს. გამომცემლობის ისტორიული შენობის პირველადი ფასადის მსგავსად, შენარჩუნებულია სარემონტო სამუშაოების დროს აღმოჩენილი ძველი საბეჭდი დანადგარებიც.
სასტუმრო Stamba გამორჩეული ინტერიერით Design Hotels-ის წევრი გახდა.