რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში შპს „მექანიზატორის“ ტექნიკა საგაზაფხულო ხვნის სამუშაოებს ახორციელებს. დღეის მდგომარეობით, ამბროლაურის სერვისცენტრში მობილიზებული ტექნიკით, უკვე დამუშავებულია 100 ჰექტარი მიწის ფართობი.
სამუშაოები აქტიურად გრძელდება სოფელ ხოტევში, სადაც შპს „მექანიზატორის“ 1 ერთეული ტრაქტორით 15/100 ჰექტარი მიწის ფართობი მუშავდება.
საგაზაფხულო ხვნების სამუშაოების ჩასატარებლად, შპს „მექანიზატორის“ ამბროლაურის სერვისცენტრში 29 ერთეული ტრაქტორია მობილიზებული. საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული ტექნიკა სრულად ჩაერთვება სამუშაო პროცესში.
შპს „მექანიზატორი“ მიწათმოსარგებლეებს 80-მდე აგროოპერაციის შესრულებას მთელი საქართველოს მასშტაბით სთავაზობს.