სომხეთის პრეზიდენტმა, არმენ სარქისიანმა მოუწოდა თანამოქალაქეებს სამოქალაქო პასუხისმგებლობისკენ, 1 მაისს პრემიერის არჩევნებთან დაკავშირებით.
„ამ გადამწყვეტ მომენტში მოგიწოდებთ ყველას: ეროვნული საბჭოს დეპუტატებს, პოლიტიკურ ძალებს, ყველა სახელმწიფო სისტემას, საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლებს, ახალგაზრდობას - გამოიჩინეთ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და სიბრძნე. ყველა თქვენს ქმედებაში დარჩით კანონისა და კონსტიტუციის ფარგლებში, ქვეყნისა და სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე“ - ნათქვამია პრეზიდენტის პირად გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.