სომხეთის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, ნიკოლ ფაშინიანი ქვეყნის პირველი და მეორე პრეზიდენტის მხრიდან, დეპუტატების მიმართ ზეწოლაზე საუბრობს. მათი მიზანია ჩაშალონ მთავრობის თავმჯდომარის არჩევნები.
"ჩვენ შევქმენით სერჟ სარგსიანის და რესპუბლიკური პარტიისთვის ხელისუფლებიდან ღირსეულად წასვლის პირობები. თუმცა ჩვენი მოთმინება მიიღეს როგორც სისუსტე. მიღებული ინფორმაციით, სერჟ სარგსიანი და რობერტ კოჩარიანი ზეწოლას ახდენენ დეპუტატებზე, რათა ჩაშალონ არჩევნები“ - განაცხადა ფაშინიანმა.
მან ხაზი გაუსვა, რომ ეს მცდელობა უშედეგოა და მოუწოდა „დაუჯერონ ხალხის ხმას და მხარი დაუჭირონ მის კანდიდატურას“.