WhatsApp-ის შემქმნელმა და კომპანიის ხელმძღვანელმა იან კუმმა პოსტი დატოვა. აღნიშნული ინფორმაცია მან Facebook-ის პირად გვერდზე გაავრცელა.
„გავიდა თითქმის 10 წელი მას შემდეგ რაც ბრაიან ეკტონთან ერთად მე WhatsApp-ი გავუშვი. ეს იყო შთამბეჭდავი „მოგზაურობა“, შესანიშნავ ხალხთან ერთად. მაგრამ ჩემთვის დადგა დრო, რომ წინ წავიდე. მე მივდივარ იმ დროს, როდესაც ხალხი WhatsApp-ის მეშვეობით აკეთებენ უფრო მეტს, ვიდრე მე ვარაუდობდი. გუნდი გახდა უფრო ძლიერი, ვიდრე ის ოდესმე იყო და ის გამაოგნებელ საქმეების კეთებას გააგრძელებს“, წერს კუმი.
შეგახსენებთ, რომ 2014 წელს Facebook-მა WhatsApp-ი 19 მლნ დოლარად იყიდა. როგორც The Washington Post-ი წერს, კუმმა WhatsApp-დან და Facebook-ის დირექტორთა საბჭოდან წასვლა მარკ ცუკერბერგთან უთანხმოების გამო გადაწყვიტა. უთანხმოების მიზეზად კი Facebook-ის მიერ WhatsApp-მის მიერ დაცული პერსონალური მონაცემების გამოყენების მცდელობა სახელდება.