სან-პაულუში მრავალსართულიან საცხოვრებელ შენობაში ხანძარი გაჩნდა. ცეცხლმოკიდებულმა ნაგებობამ ვერ გაუძლო ხანძარს და ჩამოინგრა. იუწყება გამოცემა Folha de S.Paulo.
წინასწარი მონაცემებით გარდაცვლილია ერთი ადამიანი. თუმცა თვითმხილველები ამტკიცებენ, რომ შენობის მაღალ სართულებზე ხალხი იყო დარჩენილი და მსხვერპლი გაცილებით დიდია.
ინცინდენტის ადგილზე უკვე მობილიზებულია სასწრაფო და სახანძრო მანქანის ბრიგადები.