ზღვისპირა ბულვარში, საგაზაფხულო დარგვების ფარგლებში, სეზონურად მოყვავილე გაზაფხული-ზაფხულის ერთწლოვანი ყვავილების დარგვა დაიწყო.
ექვსი დასახელების დეკორატიული ყვავილების ჩითილები (ბეგონია, პეტუნია, სალვია, ტაგეტესი, ცინია, გერანი) ძველი და ახალი ბულვარის ტერიტორიაზე ეტაპობრივად დაირგვება.
მანამდე საყვავილე ფართობებს მოსამზადებელი სამუშაოები ჩაუტარდა, დამუშავდა და განოყიერდა ნიადაგი ორგანული სასუქებით.
გამწვანებითი ღონისძიებები ბულვარის ცენტრალურ ნაწილში დღეიდან დაიწყო და ჯამში, ზღვისპირა პარკში თვის ბოლომდე 550 ათასი ძირი ყვავილი დაირგვება.
ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციამ 800 ათასი ძირი სეზონური ყვავილი ელექტრონული ტენდერის მეშვეობით შპს „მწვანე სახლი“-გან შეისყიდა, რომლის ღირებულებაც 360 ათას ლარს შეადგენს. მიმდინარე სამუშაოები თვის ბოლოს დასრულდება.