2-3 მაისს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს საქართველოს ფოსტა მსოფლიო საფოსტო კავშირის EMS (პრემიუმ კატეგორიის საერთაშორისო საფოსტო მომსახურება) გაერთიანების სიმპოზიუმს უმასპინძლებს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს 16 ქვეყნის, როგორიცაა: საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, ნიდერლანდები, ბელგია, ესპანეთი და სხვა 24 მაღალი რანგის მენეჯერი, ასევე მსოფლიო საფოსტო კავშირის და კოლოგრაფის წარმომადგენლები.
სიმპოზიუმის მთავარი თემა გახლავთ საფოსტო ოპერატორების კონკურენტუნარიანობის გაზრდა, ელ. კომერციის განვითარება და ბაზარზე არსებული გამოწვევები.
ღონისძიება სასტუმრო “იოტაში“ გაიმართება.