WhatsApp-ის თანადამფუძნებელმა და კომპანიის ხელმძღვანელმა იან კუმმა განაცხადა, რომ თანამდებობა დატოვა.
"უკვე ათი წელი გავიდა მას შემდეგ რაც შევქმენით WhatsApp-ი. ეს იყო საოცარი მოგზაურობა საუკეთესო ადამიანებთან, მაგრამ დროა წინ წავიდე. მე მივდივარ ისეთ დროს, როცა ხალხი მოიხმარს WhatsApp-ს იმაზე უფრო ხშირად, ვიდრე ეს მე წარმომედგონა“ - წერს იან კუმი თავის Facebook-ის გვერდზე და მადლობას უხდის ყველას „ვინც ეს მოგზაურობა შესაძლებელი გახადა“.
როგორც გაზეთი Washington Post-ი წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, იან კუმმა ეს გადაწყვეტილება კომპანია Facebook-თან უთანხმოების გამო მიიღო. კერძოდ, მას არ მოსწონდა პოპულარული სერვისის, შეტყობინებების გაგზავნის სტრატეგია და Facebook-ის მცდელობა, გამოეყენებინა პირადი მონაცემები და ასევე შეესუსტებინა მისი კოდირება.
WhatsApp-ი სმატრფონების პროგრამაა, რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებელს სხვადასხვა მობილური პლატფორმებისთვის გაცვალოს შეტყობინებები. მისი მომხმარებლების რაოდენობამ მილიარდ ადამიანს გადააჭარბა.
ცნობისთვის, კომპანია Facebook-მა, WhatsApp-ი 2014 წელს 21,8 მილიარდ დოლარად შეიძინა.