Emirates-მა თავის მგზავრებს ნება დართო დუბაის ნებისმიერ წერტილში გაიარონ რეგისტრაცია და ბარგი ჩააბარონ.
ამისათვის კი მგზავრმა ბილეთის ყიდვისას, ან რეგისტრაციამდე 12 საათით ადრე, მომსახურება Home Check-in უნდა მონიშნონ.
მომსახურების ფარგლებში, რეისის შესრულებამდე 7 საათით ადრე მგზავრთან მივა Emirates-ის თანამშრომელი, რომელიც მოახდენს რეგისტრაციას, ამობეჭდავს ჩასხდომის ბარათს, ჩაიბარებს ბარგს და წაიღებს აეროპორტში.
ნორმის ფარგლებში Home Check-in სერვისის ღირებულება 350 დირჰამია ($95), თუმცა ზედმეტი წონის ბარგის შემთხვევაში თითო ჩემოდანზე 35 დირჰამი ($9,5) ემატება.
აღსანიშნავია, რომ დღემდე Emirates-ს მხოლოდ ბარგის აეროპორტში მიტანის სერვისი ჰქონდა.