არაბთა გაერთიანებული საამიროების სიდიდით მესამე ქალაქ შარჯაში არტ ობიექტ Rain Room-ი გაიხსნა, სადაც მუდმივი წვიმაა.
დარბაზი 1460 კვ./მ-ს მოიცავს და მასში განუწყვეტლივ 1200 ლიტრი გაფილტრული წყალი ცირკულირებს, რაც თავის მხრივ დარბაზში კოკისპირულ წვიმას ქმნის.
ობიექტი შარჯაში Al Majarah-ის რაიონში, Buhaira-ს სანაპიროზეა განთავსებული და პროექტის ავტორი საერთაშორისო კომპანია Random International-ია. მსგავსი პროექტები უკვე განხორციელებულია ლონდონში, ნიუ-იორკში, შანხაისა და ლოს-ანჟელესში.
ოთახში შესული დამთვალიერებელი მართალია წვიმაში მოყვება, მაგრამ მაინც მშრალი რჩება, რაც მაღალტექნოლოგიური სენსორების დამსახურებაა.