სომხეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე, ერთადერთი კანდიდატი საპროტესტო აქციების ლიდერი, ნიკოლ ფაშინიანი გახდა. იუწყება პარლამენტის პრესსამსახური.
"ფრაქციის ეროვნულმა საბჭომ კონსტიტუციის თანახმად სომხეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ნიკოლ ფაშინიანის კანდიდატურა წარადგინა. სხვა კანდიდატები არ არის“ - ნათქვამია განცხადებაში. კანდიდატების წარდგენის ვადა უკვე ამოიწურა.
ოპოზიციონერს არჩევისთვის 105-დან 53 ხმა სჭირდება. მას ხმა უნდა მისცენ არა მხოლოდ ფრაცია „იელქმა“, ბლოკმა „ცარუკიანი“ და „დაშნაკცუთუნმა“, არამედ მმართველი რესპუბლიკური პარტიის დეპუტატების ნაწილმაც.
პრემიერ-მინისტრის არჩევის საკითხს სომხეთის პარლამენტი 1 მაისს განიხილავს. სომხეთის რესპუბლიკურ პარტიას ეროვნულ კრებაში 58 მანდატი აქვს; ბლოკ „ცარუკიანს“ - 31; ფაშინიანის პარტიას „იელქს“ - 9; ყოფილ კოლიციურ პარტია „დაშნაკცუთუნს“ -7.