ამბობენ, რომ მოგზაურობა გახლავთ ერთადერთი პროდუქტი, რომლის შეძენის შემდეგაც თქვენ უფრო მდიდარი ხდებით.
მოგზაურობა ხომ სულიერი საზრდო გახლავთ, რომელიც კარგად მოქმედებს არამხოლოდ სულზე არამედ სხეულზეც. გჩუქნით ახალ შთაბეჭდილებებს და გაძლევთ ყოველდღიური რუტინის დავიწყების საშუალებას.
იმასაც ამბობენ, რომ სამყარო წიგნია და ვინც არ მოგზაურობს ის ამ წიგნის მხოლოდ ერთი გვერდის წაკითხვას ახერხებს.
ბევრი ჩვენგანი ფიქრობს, რომ მოგზაურობისთვის დროისა და ფულადი რესურსის გამოყოფა მათ მომავალსა და აწმყოს დააზარალებს, თუმცა ხშირ შემთხვევებში ეს პირიქით ხდება.
ახლა მაისია და იდეალური დასვენება მაისის თვეში ადვილად ხელმისაწვდომი გახლავთ იმ შემთხვევაში თუ იცით სად და როგორ უნდა იმოგზაუროთ.
მოგზაურობას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის სავიზო რეჟიმის გამარტივება, რაც ქართული ტურისტული კომპანიების შემოთავაზებების გაიაფებისა და გამარტივების მიზეზი გახდა.
მაგალითად, საქართველოს მოქალაქეების წინაშეა ისეთი შესაძლებლობები როგორიცაა:
მოგზაურობა კვიპროსში, სადაც 4 დღიანი ტური 500 ლარი დაგიჯდებათ;
მილანისა და ფლორენციის მონახულებას 650 ლარად არის შესაძლებელი;
პარიზის 4 დღიან ტურს კი 850 ლარად შეიძენთ;
ბერლინში მოგზაურობას 530 ლარად მოახერხებთ;
მილანში მოგზაურობას კი 600 ლარი ეყოფა;
1150 ლარად კი თქვენ მილანის, მიუნხენისა და პრაღის მონახულებას ერთი ტურის განმავლობაში შეძლებთ.
დაახლოებით 800 ლარად თქვენ შეგიძლიათ რომის, ვენეციისა და მილანის მონახულება საქართველოდან ერთი გასვლით.
საქართველოს ისტორიის ერთ -ერთი უმნიშვნელოვანესი პერსონის, ქართველთა გამაქრისტიანებელი წმინდანის, წმინდა ნინოს სამშობლოს, კაბადოკიის მონახულება კი ჩვენი თანამემამულეებისთვის 300 ლარად არის შესაძლებელი.
დიდი ბრიტანეთის ულამაზესი დედაქალაქის მონახულება კი ქართველებისთვის სულ რაღაც 600 ლარად არის ხელმისაწვდომი. ზუსტად ამდენი დაგიჯდებათ უილიამ შექსპირის, უინსტონ ჩერჩილის, ბითლზის, ფრედი მერკურის, პრინცესა დიანასა და ჯოან როულინგის სამშობლოს მონახულება.
ეგვიპტის მზეზე გარუჯვის საფასური კი 800 ლარიდან იწყება და ამ ფასად თქვენ ერთი კვირის განმავლობაში მოსწყდებით თბილისის გაზაფხულისთვის დამახასიათებელ არეულ ამინდებს.
იმ შემთხვევაში თუ კიდევ უფრო დაბალ ფასიანი ტურებით ხართ დაინტერესებული, მაშინ გეტყვით, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის, ექსკურსიებით დატვირთული 1-3 დღიანი ტურები, 100-200 ლარად არის ხელმისაწვდომი ისეთ ქალაქებში როგორებიცაა:
- აზერბაიჯანის დედაქალაქი ბაქო;
- სომხეთის დედაქალაქ ერევანში;
გისურვებთ სასიამოვნო მოგზაურობას და გირჩევთ, სამოგზაურო მარშრუტთან ერთად, სწორად შეარჩიოთ მეგზური ან მეგზურები, რადგან იდეალური დასვენებისა და მოგზაურობისთვის მხოლოდ კარგი ადგილი არ კმარა.