უკრაინაში დაუდგენელმა მამაკაცმა 6 წლის ბავშვი ცეცხლსასროლი ავტომატური იარაღით დაჭრა. ინცინდენტი 28 აპრილს, როვენსკის რაიონში მოხდა, იუწყება რაიონის პოლიცია.
"დაახლოებით 19.00 საათზე ბავშვი სალხის მახლობლად ეზოში თამაშობდა, როცა ძლიერი ტკვილი იგრძნო ზურგის არეში. ტყვიის წინასწარი გამოკვლევით დადგინდა, რომ ეს იყო 7,62 მმ ზომის ტყვია, ხოლო გასროლა განხორციელებული იყო ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი კალაშნიკოვიდან. ტყვია ამოღებულია და გადაგზავნილია ექსპერტიზაზე“ - ნათქვამია განცხადებაში.
პოლიციამ მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრა „გაუფრთხილებლობით, მძიმე ან საშუალოდ მძიმე სხეულის დაზიანების“ მუხლით, რომელიც ითვალისწინებს 2 წლით თავისუფლების აღკევეთას.
პოლიციის მონაცემებით, 6 წლის დაზარალებულს ჩაუტარდა ოპერაცია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მიმდინარეობს გამოძიება მომხდართან დაკავშირებით.