ENG / RUS       12+

თემურ იაკობაშვილი: ომის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო, თუ ჩვენი დასავლელი პარტნიორები უფრო აქტიურები იქნებოდნენ

რესპოდენტის შესახებ

რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებიდან ორი წელი შესრულდა. კრემლის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და ეთნიკური წმენდა საერთაშორისო საზოგადოებამ თავიდან მხოლოდ "ძალის გადაჭარბებად" შეაფასა, თუმცა არც ისე დიდი დრო დასჭირდა დასავლეთსა და აშშ-ს, რომ მტყუან-მართალი გაერჩია და რეალობა ეღიარებინა. დღეს უკვე ყველა თანხმდება, რომ ტერმინი "ოკუპაცია" ის ერთადერთი სიტყვაა, რომელიც რუსეთის ქმედების შეფასებისას შეიძლება გამოიყენო. ორ წელიწადში რუსეთმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარების შემდეგ ნაურუს, ვენესუელისა და ნიკარაგუის მიერ სეპარატისთა აღიარებაში 200 მილიონამდე დოლარი "დახარჯა". თუმცა რუსეთს "ჰამასმაც" თანადგომა გამოუცხადა. ორი წლის განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალ. სწორედ ამის შესახებ ესაუბრა "ჯი-ეიჩ-ენი" რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრს, თემურ იაკობაშვილს.

- ბატონო თემურ, 8 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებიდან ორი წელი სრულდება. რა შეიცვალა საქართველოსთვის ამ ორი წლის განმავლობაში?

- პირველ რიგში ის, რომ ადრე თუ ლაპარაკი იყო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებელი რესპუბლიკებად აღიარებაზე, დღეს ეს ტერიტორიები აღიარებულია ოკუპირებულ რეგიონებად. ეს არის თვისობრივი ცვლილება, რომელიც აფერხებს სხვა ქვეყნების მხრიდან ე. წ. დამოუკიდებლობის აღიარების პროცესს, ასევე შეტრიალდა კონტექსტი და მას რეალური სახელი დაერქვა. ეს არის ოკუპაცია.

- ბოლო ორი წლის განმავლობაში ხშირად იყო საუბარი იმის შესახებ, რომ დასავლეთმა და აშშ-მ საქართველო მიატოვა. როგორ ფიქრობთ, საერთაშორისო დონეზე საქართველოსადმი ინტერესი ხომ არ შემცირებულა?

- არა. პირიქით, აშკარად გაზრდილია. ვფიქრობ, ის "პარადი", რომელიც იყო ცოტა ხნის წინ ჩვენს ქვეყანაში (ვგულისხმობ საერთაშორისო მაღალი დონის სტუმრებით), ამაზე ნათლად მიანიშნებს. ასევე აღსანიშნავია ის დახმარება, რომელიც ჩვენმა მეგობარმა სახელმწიფოებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა გაგვიწიეს, რომლის ეფექტურად გამოყენებით ჩვენ ეკონომიკური კრიზისი გადაგველახა. მე ვფიქრობ, რომ ასევე მნიშვნელოვანია ის გონივრული პოლიტიკა, რომელიც ჩვენი მხრიდან ქვეყნის სტაბილიზაციის თავალსაზრისით გატარდა. ის შიდა პოლიტიკური კრიზისი, რომელიც ჩვენ გასულ წელს გადავლახეთ და თვითმართველობის არჩევნები, რომელიც წელს მაღალ დონეზე ჩატარდა საქართველო მსოფლიო რუკაზე პოზიტიური კუთხით დააბრუნა და ამის გათვალისწინებით საერთაშორისო თანამეგობრობის ასეთი ყურადღება გასაკვირი არ არის.

_ 2008 წლის შემდეგ საერთაშორისო ასპარეზზე რუსეთმა ერთი შეხედვით "თავის თამაშის" წესებს დამკვიდრა. თუნდა კრემლმა საერთაშორისო ორგანიზაციებში მისთვის ყველა არასასურველი რეზოლუცია დაბლოკა და ევროპა აიძულა მისთვის ანგარიში გაეწია....

_ მე ასე არ ვფიქრობ. ეჭვი მეპარება, რომ რუსეთმა თავის პოზიციების ბოლომდე გატანა შეძლო. ჩვენ თუ გადავხედავთ მოსკოვმა ამ იმპერიალისტური ზრახვების გამო რა მიიღო დავინახვათ, რომ საქართველოში მართალია ის აკონტროლებს ცოტა მეტ ტერიტორიას ვიდრე აკონტროლებდა ომამდე, მაგრამ მისი სტატუსი მშვიდობისმყოფელიდან ოკუპანტამდე შეიცვალა.

ამასთან, ყირგიზეთში მან შესძლო აერია სიტუაცია, მაგრამ დღეს ვეღარ ალაგებს და მიიღო ის, რომ რუსებზე იქ პურსაც კი აღარ ყიდიან. უკრაინაში ერთი შეხედვით სევასტოპოლის შეთანხმებას კი მიაღწია, მაგრამ გაურკვეველია, იქ რა უნდა განათავს, რადგან მისი სამხედრო ინდუსტრია ქვევით მიექანება. რაც მთავრის უკრაინაში ვერ შესძლო ისეთი პოლიტიკურ საკითხების გატანა, როგორიც არის რუსული ენისთვის სახელმწიფო სტატუსის მინიჭება, გაზპრომისთვის უკრაინის გაზის გამანაწილებელი სისტემის მიყიდვა და ა.შ.

რუსეთის საგარეო პოლიტიკამ სერიოზული კრახი განიცადა. მან საქართველოსთან რისთვისაც ომი დაიწყო, იმის მეათედსაც კი ვერ მიაღწია, მაგრამ ზარალი იმხელა აქვს, რომ ისინი კიდევ ბერი წელი ვერ დაითვლიან.

_ რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლების მიერ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ შემუშავებულ სტრატეგიის სამოქმედო გეგმას. რა უნდა გაკეთოს ხელისუფლებამ, რომ აფხაზები და ოსები ამ პროექტებში მონაწილეობის მიღებაზე დაიყოლიოს?

_ ჩვენ არავინ არაფერზე არ მოგვყავს. ჩვენ ვთავაზობთ საშუალებს და მექანიზმებს და ვისაც სურვილი ექნება ამით ისარგებლებს. ჩვენ არ ვეწევით არც არავის მოსყიდვას, არც არავის მოპატიჟებას. ჩვენ ვქნით საშუალებებს ჩვენივე მოსახლეობისათვის, ვიღაც გამოიყენებს, ვიღაც არ. ვინც იქ ცხოვრობს ის ხალხი ოკუპაციის ქვეშ არის და ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ ამ გეგმას ალტერნატივა არ გაჩნია.

_ მიუხედავად იმისა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლებს შესაძლოა სურდეთ ამ პროექტებში ჩართვა, როგორ ფიქრობთ სეპარატისტული რეჟიმები და ოკუპანტები ხალხს ამის საშუალებას რამდენად მისცემენ?

_ რა თქმა უნდა დაბლოკავ გამორიცხული არ არის, მაგრამ დაბლოკვას აქვს თავის პოლიტიკური წონა და ფასი. ეს არც ისე ადვილია. მაგალითად მათ გადაწყვიტეს, რომ დაებლოკათ ვაჭრობა დანარჩენ საქართველოსთან, ამის შედეგი კი ის არის, რომ აფხაზეთში ტურისტული სეზონი ჩავარდა.

_ ექსპერტები საუბრობენ, რომ რუსეთის საოკუპაციო ჯარი პერევს წლის ბოლომდე, შემოვლითი გზის მშენებლობის დასრულების შემდეგ დატოვებს... რამდენად რამდენად არის მოსალოდნელი ოკუპანტების პერევიდან გასვლა?

_ მე მაქვს ინფორმაცია კი არა, დარწმუნებული ვარ, რომ ადრე თუ გვიან რუსები მარტო პერევიდან კი არა მთელი საქართველოდან წავლნენ, როგორც წავიდნენ თბილისიდან, ახალქალაქიდან, ფოთიდან, გორიდან, ბათუმიდან. ეს მოხდება ნაწილ-ნაწილ თუ ერთბაშად ამას დრო გვიჩვენებს. ფაქტი ფაქტად რჩება, რომ რუსები სარკოზი-მედვედვი-სააკაშვილის 12 აგვისტოს ხელშეკრულებას არღვევენ და ამაზე მსოფლიოში თვალის დახუჭვას არავინ არ აპირებს. შეიძლება ამის გამო რუსებს პირდაპირი სანქციები არ დაუწესონ, მაგრამ ამის მიჩქმალვას არვინ არ აპირება და მითუმეტეს არავინ არ აპირებ დაურეგისტრიროს აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი მისი გავლენის სფეროდ.

_ ბატონო თემურ, 2008 წელის შემდეგ ხშირად საუბრობენ, რომ აგვისტოს ომის თავიდან აცილება დიპლომატიური გზებით შესაძლებელი იყო. ამ გადასახედიდან ეთანხმებით თუ არა ამ მოსაზრებას?

_ ომის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო, მაგრამ ჩვენი მხრიდან არა. ეს შესაძლებელი გახდებოდა მაშინ, თუ ჩვენი დასავლელი პარტნიორები უფრო აქტიურები იქნებოდნენ.


"ჯი-ეიჩ-ენი", ესაუბრა თამარ მამუკაშვილი

ავტორი: . .