ცნობილი ქართველი მსახიობი და რეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი დავით (დოდო) ივანეს ძე აბაშიძე 1924 წლის 1-ელ მაისს დაიბადა. ის მსახიობ ივანე აბაშიძისა და ნინო ანდრონიკაშვილის (ნატო ვაჩნაძის და) ოჯახში დაიბადა. ივანე აბაშიძე 1937 წელს დახვრიტეს. დაამთავრა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი (1949) და ჩაირიცხა რუსთაველის თეატრის დასში. განასახიერა გოდუნის (ლავრენიოვის „რღვევა"), გიორგის (ჭავჭავაძის „ოთარაანთ ქვრივი"), როლერის (შილერის „ყაჩაღები") და სხვა როლები.
1956 წლიდან მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში". შექმნა ბიჭიკოს („ჭრიჭინა", 1954), აბდუშაჰილის („ბაში-აჩუკი", 1956), დღვირის („თეთრი ქარავანი", 1963), ალუდას („ხევსურული ბალადა", 1965), ომარის („მაცი ხვიტია", 1966), სოსანის („დიდი მწვანე ველი", 1967), ალექსანდრეს („სინათლე ჩვენს ფანჯრებში", 1969; პრემია მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის, მინსკის საკავშირო კინოფესტივალი, 1970), მამამზე ერისთავის („დიდოსტატის მარჯვენა", 1970) და სხვა სახეები.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
ფილმოგრაფია
· აშუღ-ყარიბი (1988)
· ამბავი სურამის ციხისა (1984)
·
გადაღებულია ფილმებში
· ფესვები (გიორგი ხანდაზმულობაში) — (1987)
· ამბავი სურამის ციხისა (ოსმან აღა) — (1984)
· მაცივარში ვიღაც იჯდა — (1983)
· წიგნი ფიცისა (ვაჩნაძე) — (1983)
· ქორწინება იმერულად — (1979)
· ყვარყვარე (ფილმი) (ყვარყვარე) — (1978)
· დათა თუთაშხია (არქიფო სეთური) — (1978)
· რაჭა ჩემი სიყვარული (ვარლამი) — (1977)
· ფედია (შალიკო) — (1977)
· მწვერვალი (გარრიელი) — (1976)
· ქალაქი ანარა (მოსე) — (1976)
· გასეირნება თბილისში — (1976)
· დილის ნისლივით — (1976)
· პირველი მერცხალი (იასონი) — (1975)
· არ დაიჯერო, რომ აღარა ვარ (მიხო და მეთონე) — (1975)
· საქმე გადაეცემა სასამართლოს (პროკურორი) — (1975)
· ვერის უბნის მელოდიები (პრისტავი-პოლიციის უფროსი) — (1973)
· ციმბირელი პაპა (ნესტორ კალანდარიშვილი) — (1973)
· როცა აყვავდა ნუში (ნიკო) — (1972)
· მხიარული რომანი (კოლ-ბის თავმჯდომარე) — (1972)
· ზღვის მგელი (ვახტანგი–რეჟისორი) — (1972)
· მეზობლები — (1971)
· დიდოსტატის მარჯვენა (მამამზე ერისთავი) — (1970)
· ფიროსმანი — (1969)
· სინათლე ჩვენს ფანჯრებში (ალექსანდრე) — (1969)
· არაჩვეულებრივი გამოფენა (შავლეგი) — (1968)
· ტარიელ გოლუა (ბაჩუა) — (1968)
· არ იდარდო! (გენერალი ვამეხ ვახვარი) — (1968)
· დიდი მწვანე ველი (სოსანა) — (1967)
· მალე გაზაფხული მოვა — (1967)
· მაცი ხვიტია (მარღანია) — (1966)
· გიორგობისთვე (რეზო) — (1966)
· ბოდიში, თქვენ გელით სიკვდილი (აფრასიონი) — (1965)
· ხევსურული ბალადა (ალუდა) — (1965)
· პიერი მილიციის თანამშრომელი (მილიციის უფროსი) — (1965)
· ზღვის შვილები (გოჩა) — (1964)
· ცეროდენა რაინდები (ასლანი) — (1963)
· თეთრი ქარავანი (მძღოლი) — (1963)
· Командировка (ქარხნის დირექტორი) — (1961)
· ჭიაკოკონა (ბოჩი) — (1961)
· უდიპლომო სასიძო (დოდო) — (1961)
· ბურთი და მოედანი (გედეონი) — (1961)
· ორი ოჯახი (გოგი) — (1958)
· მე ვიტყვი სიმართლეს (უშანგი) — (1957)
· ბაში-აჩუკი (აბდუშაჰილი) — (1956)
· მაგდანას ლურჯა — (1955)
· ჭრიჭინა (ბიჭიკო) — (1954)
წოდებები და ჯილდოები
· საქართველოს დამსახურებული არტისტი (1961).
· საქართველოს სახალხო არტისტი (1967).
მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის
· ფილმი „დიდი მწვანე ველი“ (1968), მინსკი (1970)
· ფილმი „სინათლე ჩვენს ფანჯრებში“, ფრუნზე (1976)
· ფილმი „პირველი მერცხალი“, თეირანის საერთაშორისო კინოფესტივალი (1975)
საუკეთესო რეჟისურა
· პრემია „ნიკა“ (1989)