დიდი ბრიტანეთის ახალ შინაგან საქმეთა მინისტრად საჯიდ ჯავდი დაინიშნა. წერს ბრიტანეთის კანცელარია Twitter-ზე.
ამბერ რადი, რომელიც ხელმძღვანელობდა სამინისტროს თანამდბობიდან დღეს გადადგა.
გავრცელებული ცნობით, რადმა შესაბამისი გადაწყვეტილება გაერთიანებულ სამეფოში ე.წ. „Windrush-ის თაობის“ გარშემო აგორებული სკანდალის ფონზე მიიღო.
ასე მოიხსენიებენ ადამიანებს გემის სახელით, რომელმაც 1948 წლის 22 ივნისა დიდი ბრიტანეთში აფრიკიდან და კარიბის კუნძულებიდან მიგრანტები ჩაიყვანა, რომლებსაც მუშახელებად სამუშაო ძალის დეფიციტის შევსებისთვის იყენებდნენ.
მან წერილი დაწერა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ტერეზა მეის სახელზე, სადაც განმარტა, თუ რატომ ტოვებს თანამდებობას.
რადმა აღიარა, რომ შედომაში შეიყვანა პარლამენტარები, თუმა ამისთვია მას არანაირი წინასწარი განზრახვა რა ჰქონია.