შვედეთში ტერორისტული დანაშაულის მომზადების ბრალდებით სამი ადამიანი დააკავეს. იუწყება შვედეთის პროკურატურა.
ირკვევა, რომ პოლიციამ ჩაატარა ოპერაცია რამდენიმე ადგილზე. ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილსა და სტოკჰოლმის მიმდებარედ. დაკავებულთა გარდა, კიდევ რამდენიმე ადამიანია პოლიციაში გადაყვანილი. მიმდინარეობს მათი დაკითხვა.
პრესისთვის მიცემულ განმარტებაში ნათქვამია, რომ უსაფრთხოების პოლიცია აწარმოებდა დაკვირვებას ეჭვმიტანილებზე რამდენიმე ხნის განმავლობაში. დანარჩენი დეტალების გამჟღავნებისგან თავს იკავებენ.
ისინი ასევე აცხადებენ, რომ ტერორისტული საფრთხის დონე ქვეყანაში ხუთიდან მესამე ადგილზე რჩება.