თანამედროვე მეცნიერები დარწმუნებულნი არიან, რომ კრიზისის დროს მწერები იდეალური საკვებია. ამ მოსაზრებას მხარი დაუჭირა ერთ-ერთი ამერიკული რესტორნის Bull City Burger and Brewery-ის მეპატრონემ და მენიუში შემწვარი ტარანტული დაამატა.
მთელი თვის განმავლობაში, რესტორნის განსაკუთრებულ კერძად კლიენტებს ტარანტულის ბურგერებს შესთავაზებენ. კერძის ფასი 30 დოლარია და მეპატრონეს მწერები სპეციალური ფერმიდან მოჰყავს. მიუხედავად იმისა, რომ ტარანტული შხამიანი მწერია, რესტორნის შეფ მზარეული კერძის უვნებლობაში დარწმუნებულია, მით უმეტეს, რომ ისეთ ქვეყნებში როგორიცაა კამბოჯა, შემწვარი ობობა ერთ-ერთ პოპულარულ კერძად ითვლება.