ღვინის ბარმა "Royal Wine" WinoMi-ს 2017 წლის ღვინოების წარდგენას და დეგუსტაციას უმასპინძლა.
კომპანიის წარმომადგენლებმა სტუმრებს ოთხი სახეობის ღვინო წარუდგინეს: საფერავი, ქისი, რქაწითელი და მწვანე. საღამოს ბოლოს კი WinoMi-ს მეღვინემ მათ ჯერ კიდევ ჩამოუსხმელი, მეხუთე და ორიგინალური, ტკბილი საფერავიც შესთავაზა.
როგორც კომპანიის წარმომადგენელმა განაცხადა, 2018 წლის გაზაფხულიდან WinoMi-ს ღვინის ასორტიმენტს ორი სახეობა - ქისი და მწვანე შეემატა.
მისივე ინფორმაციით, მომხმარებლებს "ვინომის" ღვინის შეძენა და დაგემოვნება თბილისის მასშტაბით 27 ღვინის მაღაზიასა და ბარში შეუძლია. მისივე თქმით, ღვინის შეძენა ასევე შესაძლებელია ყაზბეგსა და გუდაურში.