"ამერიკის ლიდერი, დონალდ ტრამპი დაუსაბუთებელ მოთხოვნებს აყენებს ირანის ბირთვულ გარიგებასთან დაკავშირებით. ეს პირობები მიუღებელია თეირანისთვის" - ასეთი განცხადება გააკეთა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მოჰამედ ჯავად ზარიფმა.
"აშშ-ს პრეზიდენტი არ ასრულებდა ამ ვალდებულებას. მან დაარღვია პირობა. დღეს, იმის გარდა, რომ არ სურს დაუბრუნდეს თავის პასუხისმგებლობას, ტრამპი აყენებს დაუსაბუთებელ მოთხოვნებს, რომელსაც ირანის ხალხი და სხვა საერთაშორისო საზოგადოება არ მიიღებს“ - განაცხადა მინისტრმა პრესკონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.
მან ასევე უარყო, ახლო აღმოსავლეთში ბირთვულ გარიგებასთან კავშირი და ხაზი გაუსხვა, რომ სწორედ აშშ-ს პოლიტიკა ხდება მიზეზი რეგიონში ექსტრემიზმის გაღვივებისა.