თურქეთში ნაპოვნი საქართველოს მოქალაქის, ლუხუმ ჯანჯარიას ცხედარი ჩამოასვენეს. როგორც გარდაცვლილის შვილი, ლევან ჯანჯარია აცხადებს, მამამისი ქართველებმა მოკლეს, თუმცა, ვის მიერ, ან რა მოტივით მოკლეს ის, მისთვის უცნობია. როგორც ჯანჯარია აღნიშნავს, მას მამის ამოცნობა გაუჭირდა, რადგან ცხედარს დაზიანებები აღენიშნება.
ცნობისთვის, მამაკაცის ცხედარი სტამბოლის ერთ-ერთ სკვერში იპოვეს. 47 წლის კაცი თურქეთში სამუშაოდ ნაცნობის დახმარებით 10 დღის წინ წავიდა.
ჯანჯარიას ოჯახი დორულ გამოძიებას ითხოვს.