დღეს, საქართველოში ბრიტანელი ექსპერტები ჩამოვლენ. ისინი დაცვის მხარის მოთხოვნით, თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე გამოძიების პროცესში ჩაერთვებიან. ბრიტანელი ექსპერტები ალტერნატიულ ექსპერტიზას ჩაატარებენ.
როგორც „ჯი-ეიჩ-ენს“ აღნიშნულ საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატმა, ტარიელ კაკაბაძემ განუცხადა, მათ მიერ მოწვეული ექსპერტები საქმეში არსებულ მთავარ კითხვებზე გასცემენ პასუხს, მათ შორის, იმაზე, თუ რამდენი დანა იყო გამოყენებული, ვინ მიაყენა დაზიანებები და ვის მიერ მიყენებული დაზიანებებით გარდაიცვალნენ მოზარდები.
ცნობისთვის, პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე, მოზარდებს შორის სისხლიან გარჩევას, ორი მოზარდის, დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა.