ნატო-ს მინისტერიალზე მაკედონიის, ბოსნია-ჰერცეგოვინასა და საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე იმსჯელებენ.
ნატოს გენერალური მდივანის იენს სტოლტენბერგის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საუბარი იქნება ნატო-ს ღია კარის პოლიტიკაზე და მინისტრები უკრაინის ევროატლანტიკურ მისწრაფებებზეც იმსჯელებენ.
„ყველა სახელმწიფოს აქვს უფლება, რომ საკუთარი გზა დამოუკიდებლად განსაზღვროს. ეს ეხება უსაფრთხოების საკითხებსაც”,- განაცხადა სტოლტენბერგმა.