ხვალ, 27 აპრილს, 11:00 საათზე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე გრიგოლ დალაქიშვილი, ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯუხრაძე და კომპანია „სოკარი ჯორჯია გაზის“ დირექტორი აზერ მამმადოვი ხონის მუნიციპალიტეტის სოფელში შუა გუბში ახლადაშენებულ გაზგამანაწილებელ ქსელს დაათვალიერებენ.
სოფლებში: დიდ გუბში, პატარა გუბსა და შუა გუბში კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზმა" 25,5კმ სიგრძის საშუალო წნევის გაზსადენი ააშენა, რის შედეგადაც სოფლებში მცხოვრებ 500მდე ოჯახს ბუნებრივი გაზის ქსელში ჩართვის შესაძლებლობა მიეცა.