საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა დღს აშშ-ს კონგრესის წინაშე განაცხადა, რომ ირანი „აღარასდროს“ მიიღებს უფლებას ბირთული იარაღის განვითარებისთვის, როგორიც არ უნდა აღმოჩნდეს 2-015 წლის შეთანხმების ბედი.
"ჩვენი მიზანი ძალიან მარტივია", - განაცხადა მაკრონმა აშშ-ში ვიზიტის ბოლო დღეს გამოსვლისას. "ირანს აღარ ექნება ბირთვული იარაღი. არც ეხლა, არც ხუთი წლის მერე და არც 10 წლის შემდეგ. აღარასდროს“.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე დაადასტურა, რომ მისი ქვეყანა რჩება გარიგებაზე - "იმიტომ, რომ ჩვენ მას ხელი მოვაწერეთ".
"ჩვენ არ უნდა ვთქვათ უარი მასზე, ვიდრე არ გვექნება რამე უფრო მეტად მნიშვნელოვანი. ეს არის ჩემი პოზიცია. თქვენმა პრეზიდენტმა და თქვენმა ქვეყანამ უნდა აიღოთ თქვენს თავზე პასუხისმგებლობა ამ საკითხთან დაკავშირებით“ - განაცხადა მაკრონმა ამერიკელ კანონმდებლებთან სიტყვით გამოსვლისას.