სომხეთში ოპოზიციის მომხრეებმა აქციები განაახლეს.
დემონსტრანტებმა ერევნის რამდენიმე ცენტრალური ქუჩა გადაკეტეს და ქვეყნის პრემიერ-მინისტრად ნიკოლ ფაშინიანის არჩევას მოითხოვენ.
"რესპუბლიკურ პარტიას არ აქვს მორალური უფლება წამოაყენოს თავისი კანდიდატურა პრემიერის ადგილზე. "კანდიდატი ხალხის მიერ - ნიკოლ ფაშინიანი“ - აცახდებენ აქციის მონაწილეები.
ოპოზიციის მხარდამჭერებმა ასევე გადაკეტეს აეროპორტის გზა.
ოპოზიციური აქციები მიმდინარეობს ქვეყნის სხვა ქალაქებშც. ოპოზიციის ლიდერის განცხადებით მისი მომხრეები აპირებენ შეაჩერონ სამანქანო მოძრაობა 12 საათზე მთელი ქვეყნის მასშტაბით 20 წუთით.
ოპოზიცია მოითხოვს არჩეულ იქნას პრემიერად „კანდიდატი ხალხის მიერ - ნიკოლ ფაშინიანი". მმართველი რესპუბლიკური პარტია მზადაა ვადამდელი საპარლამენრტო არჩევნებისთვის, თუმცა ოპოზიციის მოთხოვნას ანტიკონსტიტუციურად მიიჩნევს.