“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელ ოთარ სირაძის განცხადებით, საქართველოს ეროვნულ ბანკში პროგრეს ბანკის ლიკვიდაციის პროცესი მიმდინარეობს.
„პროგრეს ბანკი", რომლის მფლობელიც არის ბიძინა ივანიშვილი და მისი პარტნიორი ამ ბანკში არის პანამურ ოფშორში რეგისტრირებული “PINTEX” ჯგუფი, რომლის მესაკუთრე არის, საერთაშორისო თაღლითი, ფულის გათეთრების არაერთ საქმეში ბრალდებული ილია გავრილოვი, რომლის მიმართაც აღძრულია რუსეთში სისხლის სამართლის საქმე, ფულის გათეთრების გამო, რომელიც მიმალვაში იმყოფება. მას დაუხურეს მოსკოვში ფედერალური დეპოზიტური ბანკი ზუსტად იმის გამო, რომ ეწეოდა ფულის გათეთრებას და იგივე საქმიანობას ეწეოდა "პროგრეს ბანკშიც" ბიძინა ივანიშვილთან ერთად. კერძოდ, "პროგრეს ბანკის" კიდევ ერთი პარტნიორი იყო ყარაჩაი-ჩერქეზეთში რეგისტრირებული მცირე ზომის ბანკი „რაზვიტიე“, რომელმაც 12 მლნ. დოლარი გადმოურიცხა "პროგრეს ბანკს" და მოხდა ამ ფულის გათეთრება, რის გამოც ბანკი „რაზვიტიე“ დღეს დახურულია და მიმდინარეობს გამოძიება.
დღეს კი ჩუმად მიმდინარეობს პროცესი, როდესაც "თიბისი ბანკი" ყიდულობს პროგრეს ბანკის აქტივებს და ხდება ამ ბანკების შერწყმა, მხოლოდ იმ მიზნით, რომ მოხდეს ივანიშვილ-გავრილოვის მიერ ამ ბანკში წარსულში ჩადენილი დანაშაულებების ჩაფარცხვა და კვალის გაქრობა“, განმარავს სირაძე.
მისივე ინფორმაციით, ამ ფაქტით დასტურდება, რომ ივანიშვილი და ხაზარაძე არიან ბიზნეს-პარტნიორები და ერთმანეთთან გარიგებულები.
„სწორედ ესეთი გარიგებები ახრჩობს ქართულ ბიზნესს და აზარალებს საქართველოს მოსახლეობას. ასე მდიდრდება ივანიშვილი და მისი საბანკო ოლიგარქიული მაფია, ხოლო ხალხი ღარიბდება, იხრჩობა ბანკის ვალებში, მაღალ პროცენტებში და ეწირება მათ პირად ინტერესებს.
აქედან გამომდინარე მივმართავთ ეროვნულ ბანკს და მის საზედამხედველო სამსახურს, დეტალურად იყოს შესწავლილი ამ გარიგების კანონიერება და არ მოხდეს ივანიშვილ-ხაზარაძის გარიგების მექანიკური დაკანონება, წინააღმდეგ შემთხვევაში პასუხისმგებლობა მომავალში ამ ბანკებთან ერთად დაეკისრება საქართველოს ეროვნულ ბანკსაც“, აცხადებს სირაძე.