სომხეთის მმართველი რესპუბლიკური პარტია შეცვლის თავის თავმჯდომარეს. ამის შესახებ გუშინ საღამოს გამართული შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.
"მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ დავიწყოთ დისკუსია რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარის შეცვლაზე. ექს-პრეზიდენტმა და მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ, სერჟ სარგსიანმა დამსწრეებს, 23 აპრილს მისი თანამდებობიდან გადადგომის მიზეზები აუხსნა. ასევე წარმოადგინა სხვადასხვა სცენარები საპარლამენტო ფრაქცეიბის შესაძლო მუშაობისა, რათა შეინარჩუნოს შიდა სიმშვიდე და სტაბილურობა ქვეყანაში“ - ნათქვამია სომხეთის რესპუბლიკური პარტიის პრეს-სამსახურის განცხადებაში.
"შეხვედრის მეორე ნაწილში პრემიერის დროებითი მოვალეობის შემსრულებელ, კარენ კარაპეტიანთან იქნა მიღწეული შეთანხმება, რომ რესპუბლიკური პარტია მზადაა მოლაპარაკებებისთვის მხარეებთან წინაპირობების გარეშე“.
ცნობისთვის, სარგსიანი, რომელიც იქნა არჩეული პარლამენტის მიერ სომხეთის პრემიერ-მინისტრად 17 აპრილს, ორშაბათს გაკეთებული განცხადების საფუძველზე თანამდებობიდან გადადგა.
სომხეთის პირველი ვიცე-პრემიერი, კარენ კარაპეტიანი შეასრულებს ქვეყნის მოქმედი მთავრობის ხელმძღვანელის როლს. საპროტესტო აქციებს სათავეში უდგას პარლამენტარი დეპუტატი, ნიკოლ ფაშინიანი.