სომხეთში საპროტესტო აქციის ლიდერმა, ოპოზიციონერმა დეპუტატმა ნიკოლ ფაშინიანიმა განაცხადა, რომ დღეს შეხვდა ევროკავშირის ქვეყნების ელჩებს. ის ასევე იმედოვნებს ჩაატაროს მოლაპარაკებები რუსეთის და ამერიკის დიპლომატებთან.
"დღეს შევხვდი სომხეთში აკრედიტირებულ ელჩებს. უახლოეს მომავალში შევხვდები სომხეთში რუსეთის და ამერიკის ელჩებსაც“ - წერს ფაშინიანი თავის Facebook გვერდზე.
ცნობისთის, 17 აპრილს ოპოზიციამ, რომელიც სარგსიანს ქვეყნის არაეფექტურ მმართველობაში და ეკონომიკის გაუარესებაში ადანაშაულებდა „ხავერდოვანი რევოლუციის“ შესახებ განაცხადა.
ორშაბათს, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა სერჟ სარგსიანმა, მის მიმართ გამართული საპროტესტო აქციების ფონზე თანამდებობა დატოვა. სპეციალურ მიმართვაში სარგსიანმა აღიარა, რომ მოცემულ სიტუაციაში იყო მხოლოდ რამდენიმე გამოსავალი, თუმცა მისთვის ის ხედავდა ერთადერთს - დაეტოვებინა თანამდებობა.