Elite Model Look -ი გახლავთ მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული პროფესიული საერთაშორისო სამოდელო კონკურსი.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ გაიარონ უფასო ონლაინ რეგისტრაცია კონკურსის ვებ გვერდზე: www.elitemodellook.ge ან გვეწვიონ IC Model Management-ის ოფისში ნიკო ნიკოლაძის 6-ში.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ვიწვევთ:
- გოგონებს
ასაკი: 14-დან 22 წლამდე
სიმაღლე: მინიმუმ 170 სმ
- ვაჟებს
ასაკი: 14-დან 22 წლამდე
სიმაღლე: მინიმუმ 182 სმ
“Elite Model Look Georgia” უკვე მეთორთმეტედ, წარმატებით ტარდება საქართველოში კომპანია ელიტის ოფიციალური წარმომადგენლის, სამოდელო სააგენტო “IC Model Management”-ის მიერ და მიზნად ისახავს გოგონებსა და ვაჟებს შორის ახალი სახეების აღმოჩენას და მათ საერთაშორისო ასპარეზზე გაყვანას.
“Elite Model Look Georgia” გახლავთ უნიკალური შესაძლებლობა გახდეთ მსოფლიო მოვლენის მონაწილე და დაიკავოთ საპატიო ადგილი მსოფლიოში აღიარებულ ისეთ ტოპ მოდელთა შორის, როგორებიც არიან: ლინდა ევანგელისტა, სინდი კროუფორდი, კლაუდია შიფერი, ჟიზელ ბუნდჰენი, ნაომი კემპბელი, ალესანდრა ამბროსიო, ადრიანა ლიმა და სხვები.
“Elite Model Look”-ის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი აძლევს საშუალებას დამწყებ მოდელებს უმოკლესი გზით მიაღწიონ წარმატებას, გახდნენ პროფესიონალები და დაიწყონ წარმატებული საერთაშორისო სამოდელო კარიერა.
ყოვლწლიურად კონკურსში 70 ქვეყნიდან 350 000 მსურველი იღებს მონაწილეობას. მსოფლიო ფინალზე გამარჯვებულებს ელით სამოდელო კონტრაქტი საერთაშორისო სამოდელო სააგენტო “Elite Model Management”-თან და 730 000 ევროს საპრიზო ფონდი.
წინა წლების Elite Model Look Georgia 2007-2017-ს გამარჯვებულები არიან:
თამარ შედანია, ანნა კოვაჩი, მარიტა ჯანაშია, სოფო შერგელაშვილი, ნონიკო კახაძე, ლიკა მეტრეველი, ანასტასია იგონინა, მიშა ტკაჩენკო, ქეთი ლომაძე, გაბრიელ გუგულაშვილი, თათია ახალაია და ლუკა ჯაჯვანი, ბეატრის კლიმენკო და დანიილ ზოლოტარიოვი, ანა ურცხვანიძე და საბა ჭანუყვაძე, რომლებიც წარმატებით მოღვაწეობენ როგორც საქართველოში, აგრეთვე საერთაშორისო ასპარეზზე.
კონკურსანტების რეგისტრაცია მიმდინარეობს 1 ივლისამდე.