საქმეში არ არის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა სხვა პირის, გარდა იმ ორი ბრალდებულისა, რომლებიც პასუხისგებაში არიან მიცემული, დანაშაულის ჩადენაში მონაწილეობას, - აცხადებს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის პროკურორი, ზვიად ფხაკაძე.
მისი განმარტებით, საქმეში არც ორ დანაზე მეტი ფიგურირებს.
"თუ მტკიცებულება არ გვექნება, ვერცერთ პირს პასუხისგებაში ვერ მივცემთ არამხოლოდ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, არამედ სხვა საქმეზეც.
საქმეში არ არის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა სხვა პირის, გარდა იმ ორი ბრალდებულისა, რომლებიც პასუხისგებაში არიან მიცემული, მოცემული დანაშაულის ჩადენაში მონაწილეობას.
ასევე არ არის სხვა მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ შემთხვევის ადგილზე პირების მხრიდან მჭრელი საგნის, დანის ან სხვა მსგავსი ბასრი საგნის გამოყენების ფაქტს ჰქონდა ადგილი. არის ერთი მომენტი, კერძოდ, ერთ-ერთ პიროვნებას აქვს დაზიანება ზურგის არეში, თუმცა, რა ვითარებაში, ვისგან ან როგორ მიიღო, ეს არ დასტურდება", - აცხადებს ფხაკაძე.
დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარე დღეს 5 მოწმეს
დაკითხავს, აქედან 4 თვითმხილველია, ერთი კი, ინციდენტში მონაწილე.